ქეთი მელუა თბილისში კონცერტს გამართავს

ქეთი მელუა საქველმოქმედო კონცერტს ჩაატარებს

მომღერალი ქეთი მელუა თბილისში კონცერტს გამართავს. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით საღამოზე დასწრება ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.

კონცერტი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში 16 სექტემბერს, 21:00 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.

ბრიტანეთში მოღვაწე მუსიკოსი სცენაზე საკუთარ ბენდთან ერთად გამოვა.

ქეთი მელუა წარმოშობით ქართველი მუსიკოსია, რომელიც წლებია ლონდონში ცხოვრობს. მუსიკალური კარიერის განმავლობაში 2003 წლიდან რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული. მისი კონცერტები წარმატებით იმართება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით 5 პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასაზოგადოება სასწრაფოდ უნდა დადგეს ფეხზე ყველა ტელევიზიის დასაცავად