საქართველოს საპატრიარქო ნეკრესელი მიტროპოლიტის, მეუფე სერგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს საპატრიარქო ნეკრესელი მიტროპოლიტის, მეუფე სერგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„გარდაიცვალა მაღალყოვლადუსამღვდელოესი, ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი).

მეუფე სერგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა კორონავირუსით გამოწვეულმა ინფექციამ. იგი ბოლო დღეების განმავლობაში საავადმყოფოში მკურნალობდა.

გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას მიტროპოლიტ სერგის გარდაცვალების გამო.

აღვავლენთ ლოცვებს მისი უკვდავი სულისათვის, რათა უფალმან აცხონოს და სავანესა მართალთასა დააწესოს იგი“, – ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანე სუს-ის ფაილებზე: ვორდის ფაილებში ჩაყრილია რაღაც და ვიღაცამ გამოაცხადა,რომ სუს-ის ფაილებიაო
შემდეგი სტატიათურნავა – ქართველი მეზღვაურები არაბთა გაერთიანებული საამიროების ფლოტში დასაქმებას შეძლებენ