მეუფე სტეფანე სუს-ის ფაილებზე: ვორდის ფაილებში ჩაყრილია რაღაც და ვიღაცამ გამოაცხადა,რომ სუს-ის ფაილებიაო

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე სუს-ის ფაილებთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს. მიტროპოლიტი “ჩანაწერებს ფაქტობრივ მასალად არ აღიქვამს” და ამბობს, რომ მათ შორის ეკლესიაც ითხოვს გამოძიებას, არის თუ არა ეს ჩანაწერები ავთენტური.

“არის რაღაცები, რომელსაც არ აქვს წარმომავლობა – რაზე ვიჭორაოთ? მე იმას არ აღვიქვავ ფაქტობრივ მასალად, ვორდის ფაილებში ჩაყრილია რაღაც და ვიღაცამ გამოაცხადა,რომ სუს-ის ფაილებია. ეკლესიაც ითხოვს ამ საკითხის გამოძიებას, რა არის ეს არის ნამდვილი არის ტყუილი, რატომ ავრცელებენ რა უნდათ.”

კითხვაზე, თუ ფაილების ავთენტურობა დადასტურდა, რას აპირებს ეკლესია, მეუფე სტეფანე ამბობს, რომ ის საეკლესიო პირია და საეკლესიო კანონების მიხედვით იმოქმედებს.  

“ჩემი გვარი, რომ არის გაჟღერებული არარსებული ორგანიზაციის,არარსებულ თანამშრომლებთან მაქვს რაღაცა დაბრალებული. რა არის სამართლებრივი ამ საკითხში, ვარ საეკლესიო პირი, მაქვს ჩემი კანონები და ამის მიხედვით ვმოქმედებ. “- განაცხადა მეუფე სტეფანემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: „წარმოუდგენელია რაც ხდება ავჭალაში, სამგორისკენ…საერთოდ გგონია, რომ თბილისში არა ხარ
შემდეგი სტატიასაქართველოს საპატრიარქო ნეკრესელი მიტროპოლიტის, მეუფე სერგის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს