საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
“თქვენო აღმატებულებავ,

მოხარული ვარ გადმოგცეთ ჩემი გულითადი მილოცვა ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.

მოხარული ვარ, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან, როგორც ჩვენ მტკიცე მოკავშირესთან, მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარებას.

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის გათვალისწინებით, დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევა თანამშრომლობის შემდგომი გაგრძელების და გაძლიერების მეშვეობით მიგვიყვანს წარმატებულ მიღწევებამდე ჩვენი ერების საკეთილდღეოდ.

ვსარგებლობ ამ შემთხვევით და მსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დემოკრატიის გზაზე გაწეული მხარდაჭერისათვის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი ურყევი პოზიციისათვის.

თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ წერილში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ჩიქოვანი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები