ირაკლი ჩიქოვანი ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

chiqovaniდღეს ამერიკის დამოუკიდებლობის დღეა. ვულოცავ ამერიკელ ხალხს ამ დღეს. უკვე 240 წელია ეს ქვეყანა საკუთარი მოქალაქეებისათვის ქმნის შესაძლებლობებს განვითარებისათვის და კეთილდღეობისათვის. ეს მარტივი გზა არ ყოფილა, იყო სამოქალაქო ომი, სეგრეგაცია, ცივი ომი და ტერორისტული თავდასხმები. მიუხედავად ყველაფრისა ეს სახელმწიფო თანამედროვე მსოფლიოს ლიდერია.

მხნეობას ვუსურვებ ამერიკელ ხალხს და მადლობა მნიშვნელოვანი მხარდაჭერისათვის რომელიც საქართველოს და ჩვენს თანამოქალაქეებს აქვთ. დღეს ჩვენი ურთიერთობები სტრატეგიული პარტნიორობის ცხადი და ნათელი გამოვლინებაა.

უფრო პირად ნოტაზე, პირადად მადლობელი ვარ იმ შესაძლებლობისათვის რომელიც ჩემთვის შექმნა ამ სახელმწიფომ. ვფიქრობ ბევრ წილად ჩემი ცხოვრების განმაპირობებელი იყო გამოცდილება რომელიც მე ამერიკაში მივიღე.

ზუგდიდში მიღებულმა განათლებამ და ამერიკის მთავრობის ხელშეწყობამ ჩამომაყალიბა მე, როგორც პროფესიონალი და პიროვნება. ზუსტად ასეთი შესაძლებლობები ხდის ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო ძლიერს და განვითარებულს-

Happy 4th of July America!!!-წერს “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი და საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიანკარამ უარყო მოსკოვისთვის ავიაბაზის დათმობის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს