საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

sasxშინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი
წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა
სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:

2016 წლის ივნისის თვე 517 038 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2015 წლის იგივე
პერიოდის მაჩვენებელზე 4,1 %-ით მეტია.

რაც შეეხება იანვარ-ივნისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 636 313 ვიზიტი
განხორციელდა, რაც 12,9%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური საანგარიშო
პერიოდის მაჩვენებელზე.

ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, 2016 წლის იანვარ-ივნისში
ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი – 1 011 458 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,4%, მატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 18,1%);

ბ) ტრანზიტი – 521 746 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,8%, კლება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან -2,8%);

გ) სხვა – 1 102 887 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41,8%, მატება წინა წლის
ანალოგიურ მაჩვენებელთან 17%).

2016 წლის ივნისშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ აზერბაიჯანიდან (+1,9%),
სომხეთიდან (-3,9%), თურქეთიდან (-7,2%), რუსეთიდან (+4,4%) და უკრაინიდან
(+35,3%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება
ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების
რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-ივნისშიც გამოირჩნენ ლატვია, იტალია, და
საფრანგეთი (შესაბამისად 29%, 20%, და 12%), შუა აზიის ქვეყნებიდან –
ყაზახეთი (27%) და უზბეკეთი (31%). აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან –
ბელორუსია (39%) და მოლდოვა (22%), ახლო აღმოსავლეთიდან – ისრაელი (95%),
ხოლო აზიის ქვეყნებიდან – არაბთა გაერთიანებული საემიროები 23%-იანი
მატებით. აქვე აღსანიშნავია ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების
9%-იანი ზრდა.

საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები
(2016 წელი, ივნისი)

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდეტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტ ბარაკ ობამას ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა განაცხადებს იღებს