საქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართვლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი, ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.

ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ხახუბია განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს