პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს

კორონავირუსთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო სხდომებს დღეიდან ვიდეოკონფერენციის რეჟიმში განაგრძობს. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ხალხმრავალი შეკრების თავიდან აცილების მიზნით.

საბჭოს მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს მთავრობის ყველა შესაბამისი უწყება, საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

სხდომის დასრულების შემდეგ, საბჭოს წევრების საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : ეს მოსახდელი დაავადებაა, აუცილებლად უნდა მოიხადოს ეს ვირუსი კაცობრიობამ