ირაკლი ხახუბია განცხადებას ავრცელებს

როგორც საქართველოს პარლამენტის წევრი, ქალაქ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი, მივესალმები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს გადაწყვეტილებას, ფოთის პორტის გაფართოების პირველი საფეხურის, მიწათსარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ!
ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, უმნიშვნელოვანესია ჩვენი სატრანსპორტო შესაძლებლობების მაქსიმალურად ათვისება. მიმაჩნია, რომ პორტის გაფართოება უდიდეს ეკონომიკურ ეფექტს მოახდენს არამარტო ჩვენს ქალაქზე, არამედ მთლიანად სახელმწიფოზე. 300 მილიონ დოლარამდე პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ნიშნავს ასობით ახალ სამუშაო ადგილს და გაუმჯობესებულ მომსახურებას.
აქვე მინდა მკაფიოდ აღვნიშნო, რომ ფოთის პორტის გაფართოება არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ხელის შეშლას. ანაკლია რჩება ჩვენი სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პროექტად. პირიქით, თავისუფალი საბაზრო ეკონიმიკის მთავარი პრინციპი კონკურენცია და კონკურენტული გარემოს შექმნაა, მხოლოდ კონკურენტულ გარემოშია შესაძლებელი განვითარება და სახელმწიფოსთვის მაქსიმალური სარგებლის მიღება. ერთი მხრივ, ანაკლიის პორტის მშენებლობა და მეორე მხრივ, ფოთის პორტის გაფართოება, ჩვენი ეკონომიკის განვითარების მყარ გარანტიებს შექმნის.
ალბათ ყველას ახსოვს, რომ სულ ახლახან, ფოთის ,,პეის ჯორჯიას“ ტერმინალის გაფართოებაში 50 მილიონი აშშ დოლარის ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა, რასაც ,,პეის ჯორჯიას“ წილობრივი მონაწილეობის სახით 70 მილიონი აშშ დოლარი დაემატა. ახლაც, მიუხედავად გლობალური პანდემიისა, უცხოელი ინვესტორი აგრძელებს მუშაობას ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციის ჩადების მიმართულებით, რაც უმნიშვნელოვანესია. ინვესტორი დარწმუნებულია ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობებში, რომ საქართველო მალე დაძლევს ამ გამოწვევას და დაუბრუნდება შენებას .
ისევე როგორც საწყის ეტაპზე, ახლაც მხარს ვუჭერ ფოთის პორტის განვითარების პროექტს და ბოლომდე ვიქნები ჩართული პროცესის წარმატებით დასასრულებლად. ძალისხმევას არ მოვაკლებ, რომ საზღვაო ნავსადგურის გაფართოების გეგმა პრაქტიკულად განხორციელდეს – ნათქვამია ირაკლი ხახუბიას განცხადებაში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა .

banner
წინა სტატიაშინინო ვიბლიანი : ფოთიდან გაგზავნილ ნიმუშზე რომელიც აფხაზეთიდან გადმოყვანილ ქალბატონს ეკუთვნოდა უარყოფითი პასუხი მოვიდა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა