საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რვა თავისუფლებააღკვეთილი და სამი პირობით მსჯავრდებული შეიწყალა.

ინფორმაცია ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში, შეიწყალა რვა თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული, რომლებიც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებს დღესვე დატოვებენ.

გარდა ამისა, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა სამი პირობით მსჯავრდებული (მათ შორის ერთი ქალბატონი), რომლებიც სრულად გათავისუფლდნენ პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაშია.

banner
წინა სტატიაშიფარული მოსმენა/მიყურადების რაოდენობის ზრდას მმართველ გუნდში ორგანიზებულ დანაშაულთან გამკაცრებულ ბრძოლას უკავშირებენ
შემდეგი სტატიაროგორც ჩანს, მოსმენა არის ძალიან აქტუალური, როგორც ლეგალური ასევე ეჭვი მაქვს არალეგალურიც – მესამე სექტორი IDFI-ის კვლევაზე