საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

region
: region იანვარი 10, 2019 19:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რეორგანიზაცია გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის პრესსიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ რეორგანიზაციის პირველი ეტაპი 15 იანვრიდან, მეორე ეტაპი კი, 15 თებერვლიდან დაიწყება.

,,17 დეკემბრიდან ძალაში შევიდა ახალი კონსტიტუცია, რამაც განსაზღვრა საქართველოს პრეზიდენტის ახალი უფლება-მოვალეობები.

შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ,,საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონით, განისაზღვრა 60 საშტატო ერთეული.

იქიდან გამომდინარე, რომ 1 იანვრიდან, სწორედ, ასეთი საშტატო ერთეულია გათვალისწინებული ბიუჯეტში, 31 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გამოაცხადა რეორგანიზაციის პროცესი.

15 იანვარს დასრულდება პოლიტიკის შემუშავება, განისაზღვრება საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ საშტატო ერთეულისათვის.

მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის აღნიშნული საშტატო ერთეული არ არის დიდი მასშტაბის, აქედან გამომდინარე, ის აუცილებლად უნდა იყოს ძალიან მოქნილი და ძალიან ეფექტიანი, ისე რომ, საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს მაქსიმალურად ეფექტიანად განახორციელოს თავისი უფლებამოსილებები.

15 იანვრიდან დაიწყება რეორგანიზაციის პირველი ეტაპი, რაც გულისხმობს იმას, რომ პირველ ეტაპზე შიდა რესურსისთვის გაკეთდება შეთავაზებები, იმის მიხედვით, როგორ დააკმაყოფილებენ ამ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

15 თებერვალიდან დაიწყება რეორგანიზაციის მეორე ეტაპი, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ის კადრი, რომელიც დღეს მუშაობს, მაგრამ, ან არ მიიღებს, ან ვერ დააკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გადავა უკვე საჯარო ბიუროს განკარგულებაში და საჯარო ბიურო, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივია, საჯარო სამსახურში, შეეცდება თითოეული მათგანისთვის შეარჩიოს – მოძებნოს შესაბამისი შტატი, პოზიცია. იმ შემთხვევაში თუ შეთავაზებული პირობები არ იქნება მისაღები, ისინი მიიღებენ 3 თვის თანამდებობრივი სარგოს კომპენსაციას“, – აღნიშნა ხატია მოისწრაფიშვილმა.

region
: region იანვარი 10, 2019 19:40

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,590
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics