,,გოგიჩაიშვილს, ბესელიას და კობერიძეს ვურჩევ, ნუ აწვდიან საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში”

region
: region იანვარი 10, 2019 19:13

,,გოგიჩაიშვილს, ბესელიას და კობერიძეს ვურჩევ, ნუ აწვდიან საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში”

ბატონ გოგიჩაიშვილს, ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს ვურჩევ, ნუ აწვდიან საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე, როგორც მოსამართლე, ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ, ეს არის სიცრუე, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი „ფეისუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

მეთოფიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები მძიმე მდგომარეობაში არიან და საერთოდ გაცდნენ სამოსამართლეო საქმიანობას, გაიხადეს მანტიები და შემოვიდნენ პოლიტიკურ ველზე“. მეთოფიშვილის შეფასებით, გოგიჩაიშვილის ეს განცხადება სასამართლო სისტემისა და მოსამართლეებისთვის შეურაცხმყოფელია.

„კიდევ ერთი გაუგებარი საოცრება წავიკითხე!!! — პარლამენტარ გოგიჩაიშვილის მოსაზრებით, მას აქვს უფლება შეურაცხმყოფილი განცხადებები გააკეთოს საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის მიმართ, მოსამართლეების მიმართ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ, ხოლო სასამართლო სისტემას (რომელიც სხვათა შორის ადამიანის უფლებებს იცავს) არ უნდა ჰქონდეს უფლება საკუთარი თავი დაიცვას(!!!???) მეგობრებო, როგორ მოგწონთ გოგიჩაიშვილის ასეთი მიდგომა?

ერთი კითხვა მაქვს გოგიჩაიშვილთან: დეპუტატო გოგიჩაიშვილო, სადმე თუ გსმენიათ ასეთი ქვეყნის არსებობაზე, სადაც პარლამენტარს აქვს უფლება გალანძღოს თავისივე ქვეყნის სასამართლო სისტემა და მოსამართლეები, ამ სისტემას კი არ აქვს უფლება თავი დაიცვას?

არ გახსენდებათ ასეთი ქვეყანა???

თუ არ გახსენდებათ, მაშინ რატომ გინდათ ეს უმსგავსოება საკუთარ ქვაყანაში დააწესოთ???

მე ადრე ვთქვი – კარგია, რომ ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს გვიან, მაგრამ მაინც გაახსენდათ სიტყვა “პატივცემული”! მათ ვურჩიე ხშირად გაიხსენონ ეს სიტყვები, როდესაც ჭორის დონეზე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე შეურაცხმყოფლად საუბრობენ მოსამართლეებზე, ფაქტიურად კი ტალახს ესვრიან ცალკეულ მოსამართლეებს, მთელ სისტემას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე საუბრობენ სასამართლო სისტემაში და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რაღაც ვიწრო ჯგუფებზე, წარსულში დავალებების შესრულებებზე, მოსამართლეთა შავ სიებზე, მოსამართლეების არაკეთილსინდისიერებაზე, ცალკეული მოსამართლეების უღირს რეპუტაციებზე და ა.შ. .

გოგიჩაიშვილის დრევანდელი განცხადებაც სასამართლო სისტემისათვის და მოსამართლეებისათვის შეურაცხმყოფილია! (თუმდაც ის, რომ მოსამართლეები ვერ აკმაყოფილებენ პატიოსნების და ღირსების კრიტერიუმს, მოსამართლეებს უამრავი ადამიანი ჰყავთ გაუბედურებული და ა.შ.)

ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ანალოგიურს – მისთვისაც და ქვეყნისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება თუ სასამართლოზე და მოსამართლეებზე საუბრისას გაახსენდება სიტყვა “პატივცემული”.

ბატონ გოგიჩაიშვილს, ისევე როგორც ქალბატონ ბესელიას და პატივცემულ კობერიძეს, ვურჩევ ნუ აწვდის საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას, თითქოს მე როგორც მოსამართლე ღიად ვერევი პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებ(!?) ეს არის სიცრუე!!! გოგიჩაიშვილი ამით ვერ გამაჩუმებეს!!! ალბათ მას მორჩილი საბჭოს წევრები და მორჩილი მოსამართლეები სურს რომ ყავდეს. მაგრამ, საბედნიეროდ ეს დრო წარსულს ჩანარდა!!! 2012 წლიდან მართლმსაჯულების სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური წნეხისგან და პოლიტიკოსების გავლენებისგან!!!

წარსულში ვერ დაგვაბრუნებთ, ბატონო გოგიჩაიშვილო!!!

ამასთან დაკავშირებით შევახსენებ პარლამენტარ გოგიჩაიშვილს, რომ “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანული კანონის 47-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო შექმნილია კანონით დადგენილი ამოცანების შესრულების მიზნით, მათ შორის სასამართლო სისტემის და ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით!!! აქედან გამომდინარე მე, როგორც საბჭოს წევრი, როდესაც დავინახავ რომ არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსების ქმედებებით შესაძლოა სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობას რეალურად შეექმნას საფრთხე, ვალდებული ვარ და ყოველთვის დავიცვავ კიდეც სასამართლო სისტემის და მოსამართლეების კანონიერ ინტერესებს, უფლებებს და დამოუკიდებლობას!!!

ამასთან ვაფიქსირებ, რომ ნამდვილად არ ვაპირებ გოგიჩაიშვილთან, ბესელიასთან, კობერიძესთან და ა.შ. დებატებში შევიდე ან რაიმე ფორმით გავაგრძელო დისკუსია ამ თემაზე. მგონი ყველაფერი გასაგებად ჩამოვაყალიბე“, – წერს სერგო მეთოფიშვილი.

region
: region იანვარი 10, 2019 19:13

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,018
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics