საქართველოს პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კონსტანტინე გამსახურიდია ,,ფეისბუქით” ავრცელებს

,,ეს შეხვედრა გუშინ შედგა – იგი თითქმის 2 თვის წინ იყო მოლაპარაკებული, როდესაც ინტერპარტიული ფორმატი პრეზიდენტს შეხვდა. პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ მიდის გამოძიება ზვიად გამსახურდიას საქმეზე, რომელიც დღეს უკვე გადაკვალიფიცირებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. ამ თემაზე და საქმის დღვანდელ მდგომარეობაზე საკმაოდ დაწვრილებით ვისაუბრე. საუბარი შეეხო აქტუალურ თემებსაც.
პრეზიდენტის ინსტიტუტი ჩემი თვალსაზრისით არის:
1. სახელმწიფოებრიობის გამოხატულება, იმ დონემდე, რა დონემდეც ის დღემდე შედგა, ცხადია ნაკლოვანი სხვადასხვა უკუღმართობების გამო და იმდენად, რამდენადაც ის კიდევ უნდა შედგეს.
2. სახელმწიფო ინსტიტუტების ჯანსაღი ფუნქციონირების გარანტი, რისგანაც ამ ეტაპზე ცხადია, შორს ვართ.
3. არბიტრი ჩვენს საზოგადოებრივ ლანდშაფტში, რომელიც საკმაოდ დაღრღნილია სხვადასხვა წინააღმდეგობებით.
4. ქვეყნის დამოუკიდებლობისკენ მიმართული კურსის გარანტი, რომლის უზრუნველყოფასაც და დაცვასაც ესაჭიროება თანმიმდევრულად დგომა ევროტლანტურ კურსზე.
ამ ყოველივეს გამო მას ესაჭიროება მხარდაჭერა, არა განქიქება და ქილიკი. წარმატებას ვუსურვებ მას ამ ურთულესი ამოცანების შესრულებაში”- წერს სოციალურ ქსელში გამსახურდია.

banner
წინა სტატიაში“არ მგონია ანა დოლიძის ობიექტურობას რამე ემუქრებოდეს“, – ლევან ბერძენიშვილი
შემდეგი სტატია“დიახ, კონსტიტუციის ჩანაწერს ცვლილება არ სჭირდება“ – თამარ კორძაია ქალისა და მამაკაცის ერთობაზე