“დიახ, კონსტიტუციის ჩანაწერს ცვლილება არ სჭირდება“ – თამარ კორძაია ქალისა და მამაკაცის ერთობაზე

პარლამენტთან დაგეგმილი ორგანიზაცია იდენტობის აქციის შესახებ უმრავლესობის დეპუტატების მიერ გამოთქმულ დისკრიმინაციულ შეფასებას კატეგორიულად ემიჯნება რესპუბლიკური პარტიის წევრი თამარ კორძაია.

„ცინიკურია, როდესაც ქუთაისიდან იწყება ასეთი აქცია, ქალაქიდან, საიდანაც აღმაშენებელმა ქვეყნის გაერთიანება დაიწყო და აქედან გაპიდარასტებას იწყებენ მგონი ზოგიერთები,“ – აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური.

მსგავსი რეაქცია აქვს უმრავლესობის კიდევ ერთ წევრს ორგანიზაცია იდენტობისმიერ დაგეგმილ აქციაზე.

„ქუთაისში პიდარასტების აქციაა? ამას თუ მოვესწრებოდი არც დამესიზმრებოდა,“ – განაცხადა ომარ ნიშნიანიძე

რესპუბლიკელმა პარლამენტში ეთიკის კოდექსის არსებობასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„მეჭიაურის კომენტარზე კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება აქციას, ვფიქრობ, აბსოლუტურად მათი მოსაზრების გამოხატვაა და სრულიად მისაღებია, ნაწილობრივ მეც ვიზიარებ, რადგან, მნიშვნელოვანია ის, რომ ფრაქცია და პარტია რესპუბლიკელებმა გააკეთა თავისი განცხადება და მე პირადად ხელი არ მომიწერია ამ ინიციატივაზე, რადგან, დიახ, კონსტიტუციის ჩანაწერს ცვლილება ნამდვილად არ ჭირდება,“ – განაცხადა თამარ კორძაიამ.

სანქციებზე საუბრობს საუბრობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელიც. ნაციონალური მოძრაობის წევრის გიორგი კანდელაკის განმარტებით, ის, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა სამოქალაქო კოდექსში ისედაც აღნიშნულია. მას მიაჩნია, რომ ამ საკითხის ხელოვნურად წამოწევა ხდება და არის რუსული პროპაგანდის ლეგიტიმაცია.

ორგანიზაცია იდენტობის აქცია დაახლოებით ერთ საათში უნდა დაიწყოს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა
შემდეგი სტატიასუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ორი პირი დააკავა