“არ მგონია ანა დოლიძის ობიექტურობას რამე ემუქრებოდეს“, – ლევან ბერძენიშვილი

თვითონაც იციან სად არის პარლამენტი და დავიბაროთ თბილისში–ლევან ბერძენიშვილი

პარლამენტმა დღეს კენჭი უნდა უყაროს უზენაესი სასამართლოს წევრად ანა დოლიძის კანდიდატურას. ამ თემასთან დაკავშირებით უმრავლესობის წარმომადგენლებს არ აქვთ ჩამოყალიბებული საბოლოო პოზიცია.

„ანა დოლიძე არ გახლავთ პარტიული, თუ მინიშნებაა იმაზე, რომ ის რესპუბლიკური პარტიის კადრია, მაპატიეთ, მაგრამ საქართველოში იმდენი ადამიანი იყო ჩვენი პარტიის წევრი და იმათზე არ არის ეს საუბარი. მე არ მგონია მის ობიექტურობას რამე ემუქრებოდეს,“ – განაცხადა ფრაქცია «ქართული ოცნება – რესპუბლიკელების» წევრმა ლევან ბერძენიშვილმა.

უმცირესობა ანა დოლიძის კანდიდატურის მხარდაჭერას არ აპირებს.

თავდაცვის მინისტრის მოქმედი მოადგილის ანა დოლიძის კანდიდატურა პარლამენტს პრეზიდენტმა წარუდგინა.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ამ კამპანიას ხელისუფლება არ უნდა აჰყვეს”
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი კონსტანტინე გამსახურდიას შეხვდა