საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ეწვია. პრეზიდენტს ამ დროისთვის წყალტუბოში იმყოფება. ზურაბიშვილს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში, შავლეგო ტაბატაძე და წყალტუბოს მაჟორიტარი, ცოტნე ზურაბიანი, მასპინძლობენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი დღეს რეგიონში ტურისტულ პოტენციალს გაეცნობა და ბავშვთა ინკლუზიურ ცენტრსაც ეწვევა.

„ძირითადი ჩვენი ფუნქციაა, რომ მაქსიმალურად მივაწოდოთ ინფორმაცია ქალბატონ პრეზიდენტს ყველა იმ პრობლემის შესახებ, თუ იმ ტურისტული პოტენციალის შესახებ, რაც დღეს იმერეთის რეგიონში გვაქვს. მე მაქვს ძალიან დიდი მხარდაჭერის იმედი, რომ ქალბატონი სალომე აქტიურად არის დაინტერესებული, პირველ რიგში, იმერეთით და ეს ცალსახად აისახა მისი პირველი ვიზიტიდან გამომდინარე,“ – განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ.

banner
წინა სტატიაშინაზი ჯანეზაშვილი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის პროცესის შეჩერების ინიციატივას იზიარებს
შემდეგი სტატია“ყვითელი ჟილეტები”: პროტესტების მე-13 რაუნდი შეტაკებით დაიწყო