საქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი დიდი ბრიტანეთის მთავრობის მრჩეველს საგარეო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის სფეროში გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა.
შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ევროატლანტიკური ინტერგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზეც იმსჯელეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა და სერ გარი ჯონსონმა რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო მიმოიხილეს და ყურადღება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს.

banner
წინა სტატიაშიუსკო-ში 20 რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანიამ გორის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო