ირაკლი ალასანიამ გორის მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

ირაკლი ალასანიამ გორში მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები დაიწყო, აღნიშნულის შესახებ ”თაიმერს” პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა დღეს, გორის ხილბოსტნეულის ბაზარი, ავტოსადგური და წმინდაწყლის, ჯორბენაძის, ყიფიანისა და ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა გაიცნო და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილები გაუზიარა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, გორის მოსახლეობა განსაკუთრებით პარტიის იმ ეკონომიკური პლატფორმისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით დაინტერესდა, რომელსაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,თავისუფალი დემოკრატები“სთავაზობენ.
”გორში, ისევე, როგორც ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში არის იდენტური პრობლემები. მაგალითად, გორის ბაზარში მოვაჭრეებთან შეხვედრისას გაისმა არა ერთი ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ მძიმე სოციალური ფონის გამო გორის ბაზარში შემცირებულია ვაჭრობა, გადასახადები კი მნიშვნელოვნად გაზრდილია. ირაკლი ალასანიამ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილზე დაყრდნობით მოსახლეობას მისცა პირობა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ გორში არსებული ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება და ეს არ არის მხოლოდ დაპირება”, – აცხადებენ პარტიაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა
შემდეგი სტატიალევან იზორია – მეტი ნატო იქნება საქართველოში თავისი წვრთნების პროგრამებითა და ერთობლივი წვრთნებით