უსკო-ში 20 რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა

აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში 20 რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტიდან საარჩევნო სია 15-მა საარჩევნო სუბიექტმა წარადგინა.

11 – დამოუკიდებელმა პარტიამ და 4 – საარჩევნო ბლოკმა. დღის შედეგები უსკო-ს თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ შეაჯამა.

პარტიული სიები არ წარადგინა ხუთმა სუბიექტმა: “კახა კუკავა-თავისუფალის საქართველო”, “საქართველო”, “მემარცხენე ალიანსი”, “გირჩი” და სახალხო ხელისუფლებამ.

უსკო-ს თავმჯდომარის განცხადებით, ამ პარტიებს თავმჯდომარის განკარგულებით გაუუქმდებათ რეგისტრაცია.

დანარჩენი პარტიების სიების გადასამოწმებლად, უსკო-ს 10-დღიანი ვადა აქვს. ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, პარტიებს გამოსასწორებლად 3 დღე აქვთ.

banner
წინა სტატიაშიწალენჯიხის გამგებლობისთვის კენჭს სამი კანდიდატი იყრის
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი გენერალ გარი ჯონსონს შეხვდა