საქართველოს პრეზიდენტი განათლების სისტემაში ცვლილებებს ითხოვს

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წელი განათლების წლად გამოაცხადა. როგორც გიორგი მარგველაშვილმა მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის გახსნისას განაცხადა, განათლება თავისუფლებაა და მხოლოდ განათლებული ადამიანი აღწევს შინაგან, სოციალურ და პოლიტიკურ თავისუფლებას და ჩვენი ქვეყანა განათლებული და თავისუფალი საზოგადოებით ერთად გაივლის გზას დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დღესვე უნდა დაიწყოს ცვლილებები, რადგან არ გვაქვს დრო, რომ მომავალი საქართველოს შენება ათეული წლებით გადავდოთ.

„ქვეყანას მყისიერი წარმატება სჭირდება ყველა სფეროში, რასაც მხოლოდ მაღალი პროფესიონალიზმით, მყარი სამოქალაქო თვითშეგნებით და პროგრესული იდეებით განვახორციელებთ“, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ოკუპაცია – პრეზიდენტი პოლიტიკურ სპექტრს ფართომასშტაბიან დიალოგს სთავაზობს
შემდეგი სტატიაპარლამენტის პირველ სხდომას, 150 დეპუტატიდან, 141 დეპუტატი ესწრება