საქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს

2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა

ავლბარის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ბრიფინგი გაიმართება. ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშნული. როგორც “თაიმერს” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი განცხადებას საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით გააკეთებს. ადმინისტრაციაში არ აკონკრეტებენ, თუმცა არ არის გამორიცხული ქვეყნის პირველი პირის ბრიფინგი პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს უკავშირდებოდეს, რომელიც მაჟორიტარული ოლქების საზღვრებს ეხება. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა დეკემბრის ბოლოს დაამტკიცა და ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

banner
წინა სტატიაში,,დაღესტანში დაკავებული ქართველების გადმოცემაზე რუსეთთან კომუნიკაცია შედგა”
შემდეგი სტატიაკახა კალაძე ფიქრობს, რომ დავით ზალკალიანს განმარტების გაკეთება მოუწევს