,,დაღესტანში დაკავებული ქართველების გადმოცემაზე რუსეთთან კომუნიკაცია შედგა”

საქართველო თავის ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობების მოგვარებას ცდილობს - ამის შესახებ ამერიკულ გამოცემასთან რუსეთის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ილაპარაკა. საქართველოს მთვრობა რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას ცდილობს – ამის შესახებ The Wall Street Journal-მა დაწერა - წერს რუსეული მედია. მიმდინარე მომენტში ეკონომიკური მდგომარეობა და უსაფრთხოების საკითხები საქართველოს ისევ რუსეთისკენ აბრუნებს. წლების მანძილზე საქართველოს პროდასავლური პოზიცია ეკავა, რამაც რუსეთთან ურთიერთობის ჯერ გაცივება, შემდეგ კი სრული შეწყვეტა გამოიწვია 2008 წელს, რომელსაც თავისთავად, სავაჭრო ბრუნვის საგრძლნობლად შემცირება მოყვა ორ ქვეყანას შორის. ახლა საქართველოს მთავრობა გარკვეული ბალანსის მოძებნას ცდილობს მეზობელთან დაკავშირებით, ამასთანავე, ნატოში გაწევრიანება გრძელვადიან გეგამდ რჩება, თუმცა, აბაშიძის თქმით, ეს გზა ისე უნდა გაიაროს ქვეყანამ რომ «მხოლოდ ქვა არ დარჩეს ქვეყანაში». საქართველო უახლოეს მომავალში არ ელოდება ნატოში გაწევრიანებას. «საქართველოს ნატოში გაწევრიანება დღეს არ განიხილება და არც ხვალ არ განიხილება» - განაცხადა საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ. მისი თქმით, ქვეყნის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა არ ღირს. «რა საჭიროა ილუზიების შექმნა? ჩვენ არავინ გვიცავს, რაც ამ პრობლემატური რეგიონის რეალობაზე გამოისახება კიდეც» - ამბობს ზურან აბაშიძე. თბილისმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წელს გაწყვიტა, მას შემდეგმ რაც რუსეთმა სამხრეტ ოსეთის და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარა.

დაღესტანში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქის თბილისისთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კომუნიკაცია შედგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა. “ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, რომ პირველი კონტაქტი დამყარებულიყო. საწყის ეტაპზე შედგა კონტაქტი საქართველოსა და რუსეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურებს შორის. შემდგომ სხვა უწყებების დაკონტაქტება გახდა საჭირო და ეს მუშაობა უკვე მიმდინარეობს”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას. დაღესტანში დაკავებულები სავარაუდოდ, ის მონადირეები არიან, რომლებიც რამდენიმე დღის წინ, კაბალის ხეობიდან გაუჩინარდნენ. ოჯახების ინფორმაციით, 28 დეკემბერს 4 მონადირე სანადიროდ გავიდა, თუმცა მათგან უკან მხოლოდ ერთი დაბრუნდა, დანარჩენ სამთან დაკავშირება კი ვერ ხერხდებოდა. ძებნის ღონისძიებაში ვერტმფრენი და თბილისიდან გაგზავნილი სამაშველო დამატებითი ჯგუფიც იყო ჩართული. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამივე მათგანი დაღესტანშია დაკავებული.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია ალეკო ელისაშვილს და ელისო კილაძეს სასამართლოში უჩივის
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს