კახა კალაძე ფიქრობს, რომ დავით ზალკალიანს განმარტების გაკეთება მოუწევს

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ დავით ზალკალიანის დაბრუნებას მიესალმება, თუმცა ფიქრობს, რომ ზალკალიანს განმარტების გაკეთება მოუწევს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს სამტრედიაში განუცხადა. “მე მივესალმები. დათო არის უაღრესად პატიოსანი ადამიანი, ღირსეული პიროვნება. ჩვენ ერთად გამოვიარეთ ის მძიმე და რთული დღეები, რაც 2012 წელს, წინასაპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდა”, -განაცხადა კალაძემ. კალაძემ გაიხსენა დავით ზალკალიანის მიერ გადადგომისას გაკეთებული განცხადებებიც და აღნიშნა, რომ მას განმარტების გაკეთება მოუწევს. “ის განცხადებები, რაც იყო გაკეთებული, როდესაც მათ მიიღეს გადაწყვეტილება გადადგომასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ მას ახსნა-განმარტება მოუწევს ამ განცხადებებთან დაკავშირებით”, -აღნიშნა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიაანგელა მერკელი ქვეყნიდან გასამართლებული მიგრანტების გაძევებას მოითხოვს