სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა ირჩევდნენ მოსამართლეები და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო – NGO-ები

არასამთავრობო სექტორი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ შემადგენლობას რეკომენდაციებით მიმართავს. სამოქალაქო სექტორში თვლიან, რომ სასამართლოს თავმჯდომარეები მოსამართლეებმა უნდა აირჩიონ და არა იუსტიციის საბჭომ. განცხადებას კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” დღეს გაავრცელებს. არასამთავრობო სექტორს მიაჩნია, რომ აუცილებელია, საქმეში ჩაერთოს საკანონმდებლო ორგანოც.

„ჩვენ მკვეთრად ვაკრიტიკებდით წინა შემადგენლობას იქედან გამომდინარე, რომ ვერ უზრუნველყოფდა სამართლიან და დასაბუთებულ პროცედურას, იგივე მოსამართლეთა შერჩევა – დანიშვნის პროცესში. აქედან გამომდინარე სკეპტიციზმი არსებობს, თუმცა ჩვენ მზად ვართ, მათ შევთავაზოთ ჩვენი ხედვები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით და მათ შორის ერთ-ერთ საკითხი ნამდვილად არის მოსამართლეთა არჩევა. ჩვენი მიდგომაა არის ის, რომ სასამართლოს თავმჯდომარეებს უნდა ირჩევდნენ თვითონ მოსამართლეები და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭო,“ – განაცხადა IDF-ისწარმომადგენელმა, გიორგი ბერაიამ.

banner
წინა სტატიაშიმცხეთა-მთიანეთის გუბერნატორად ლევან ზაუტაშვილი დაინიშნა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი აბიტურიენტებს მიმართავს