საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა კლინიკა დატოვა

რუსთაველის გამზირზე, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაპირისპირებისას დაშავებულმა საქართველოს პირველი არხის ოპერატორმა, ილია თვალიაშვილმა „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკა ცოტა ხნის წინ დატოვა.

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და სახლში განაგრძობს მკურნალობას.

„ტკივილები მაქვს გამაყუჩებლების ქვეშ ვარ. განსაკუთრებით, მარცხენა თვალი მაქვს დაზიანებული. ორი კვირა სჭირდება, რომ თვალი გავახილო, მკურნალობას მეტი დრო დასჭირდება. მხედველობაზე მეუბნებიან პრობლემა არ შეგექმნებაო, თუმცა ჯერ არ ვიცი რა იქნება. გამოკითხვასთან დაკავშირებით დამირეკეს გუშინ, მითხრეს, იქნებ მოხვიდეო, ვუთხარი, რომ ვერ მივიდოდი. ველოდები რომ გამომკითხავენ. დაზიანებულია ტელევიზიის ტექნიკაც, დამტვრეულია „ლაივუც“. ათამდეადამიანი ფიზიკურად გამისწორდა, რა დროსაც გონება დავკარგე“, – განაცხადა თვალიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია: თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობით, სპეციალური ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: მედიაზე სისტემური თავდასხმები, ფიზიკური ანგარიშსწორება, რასაც ჰქონდა ადგილი, ამაზე თქმა რომ ეს „მიუღებელია“ – არის არაფრის თქმა, ამას თავისი შედეგები მოჰყვება!