გიორგი გახარია: თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა, მე ხომ ვიცი, წინასწარ სპეციალური მუშაობით, სპეციალური ღონისძიებებით ეს ყველაფერი არიდებადი იყო

პარტია ,,საქართველოსთვის“ დღეს ზუგდიდში ახალი რეგიონული ოფისი გახსნა. პარტიის თავჯდომარემ – გიორგი გახარიამ მედიის კითხვებს უპასუხა და ქვეყანაში განვითარებული მძიმე მოვლენების შეფასა. გახარიამ პოლიციელებს მმართველი პარტიის ნაცვლად ბოდიში მოუხადა.

,,თითოეულ რიგით პოლიციელს მინდა ბოდიში ვუთხრა მარტივი მიზეზის გამო – მე მაინც კარგად ვიცი – როდესაც მმართველი ძალა ამბობს ჩვენ ეს ყველაფერი ვიცოდით წინასწარო, მე ხომ ვიცი, ამ პოლიციელებთან ერთად ამის პრევენცია როგორ უნდა მომხადრიყო. ამას ჭირებოდა წინასწარ სპეციალური მუშაობა, სპეციალური ღონისძიებების ჩატარება და ეს ყველაფერი არიდებადი იყო. ეს ყველაფერი ეკრანზე ჩანდა, რიგითი პოლიციელბის თითოეული ქმდება და ნაბიჯი მათი ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი იყო, როდესაც იცავდნენ ან მოქმედებდნენ ჩვენი მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოების დაცვის ინტერესებში. იმის გათვალისწინებით ჩვენ რა შედეგებიც გვაქვს, რა თქმა უნდა, ერთადერთი დასკვნა შეიძლება გავაკეთოთ – ის რომ, არასწორად იყო ორგანიზებული და არ იყო საკმარისი საპოლიციო ძალა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშინაცვლიშვილი: იმედი მაქვს, კომისია მაქსიმალურად გამჭვირვალედ იმუშავებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პირველი არხის ოპერატორმა კლინიკა დატოვა