საქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ზაფხულში რიგგარეშე სხდომები გამართოს

პარლამენტმა საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არ არის გამორიცხული, ზაფხულში რიგგარეშე სესიის ფორმატში დეპუტატების შეკრება ისევ იყოს საჭირო,- ამის შესახენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა მე-8 მოწვევის პარლამენტის ბოლოს სესიაძე განაცხადა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, ამ საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება.

„საარჩევნო კანონი ითვალისწინებს არჩევნებამდე ერთი თვის განმავლობაში შესვენებას. თუ საჭირო გახდა შესაძლოა, ზაფხულის თვეებშიც რიგგარეშე სესიის რეჟიმში ვიმუშაოთ. ამ ყველაფერზე მოგვიანებით გვექნება კონსულტაციები და მივიღებთ გადაწყვეტილებებს. სესიების დროს, ორშაბათობით სულ ვმართავდით ბიუროს სხდომას. ახლა გადავდივართ სხვა რეჟიმში. როდესაც საჭირო იქნება, მაშინ დაინიშნება ბიუროს სხდომა, რომლის თაობაზეც დამატებით ეცნობებათ ბიუროს წევრებსაც და დაინტერესებულ საზოგადოებასაც. მომავალი ორშაბათისთვის ბიუროს სხდომა დანიშნული არ არის, მარამ საჭიროებამ თუ მოიტანა და თუ შემოვიდა ისეთი ინიციატივა, რომელიც ითხოვს ბიუროს, აუცილებლად შევიკრიბებით“-განაცხადა დავით უსუფაშვილმა სესიის დახურვამდე.

პარლამენტმა დღეს საგაზაფხულო სესიის ფორმატში მუშაობა დაასრულა.

banner
წინა სტატიაშიკუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეზე განაჩენი მომავალ კვირაში გამოცხადდება
შემდეგი სტატია“ვგეგმავ დავიწყო საპროტესტო აქციები და უკიდურეს შემთხვევაში შიმშილობა პროკურატურის წინ”