“ვგეგმავ დავიწყო საპროტესტო აქციები და უკიდურეს შემთხვევაში შიმშილობა პროკურატურის წინ”

ჯგუფ ”ამბრელას” ერთ-ერთი წარმომადგენელი ლუკა ფეიქრიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ:

“მოგეხსენებათ მხეცურად წაიღეს ჩემი კუთვნილი ტექნიკა ექსპერტიზაზე…
ტექნიკური თვალსაზრისით ერთი მეხსიერების ბარათის რამდენიმე დისკის და ერთი კეისის შემოწმებას ამხელა დრო არ უნდა…
აქედან გამომდინარე ვფიქრობ რომ პროკურატურა განგებ წელავს ექსპერტიზის დასკვნის პასუხის დადებას…
ასევე ვფიქრობ რომ მათი მთავარი მიზანია ხელი შემიშალონ ნაციონალური მოძრაობის ან სხვა პარტიის წინა საარჩევნო პიარ კამპანიის გაკეთებაში…
ჩემი კომპიუტერის წაღებამ ასევე მომაყენა ფინანსური ზარალი…
ასევე მიმდინარეობს ზეწოლა ჩემის ოჯახის წევრებზე რაც გამოიხატება იმაში რომ პროკურატურამ ასევე წაიღო ჩემი ოჯახის წევრის კომპიუტერი ჩემთვის გაურკვეველი მიზეზით…
ამავდროულად დღეს საკუთარ უბანში როდესაც ვმოძრაობდი მაღაზიის მიმართულებით ჩემს წინ გაჩერდა ჩემთვის უცნობი უნომრო ავტომობილი რომლიდანაც გადმოვიდა სამი პიროვნება…
რა დროსაც ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი ვიდეოს გადაღების მიზნით და სწორედ ამ დროს მომაძახეს ეს სიტყვები “რეალურ ცხოვრებაში ვერ დაგიცავენ პროგრამები” ამის შემდეგ ჩაჯდნენ ლურჯი ფერის უნომრო ფორდის ტიპის მანქანაში და სწრაფად დატოვეს ტერიტორია…
მინდა მივმართო პროკურატურას ასე მარტივად ვერ შემაშინებთ…”,- აცხადებს ლუკა ფეიქრიშვილი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტმა შესაძლოა, ზაფხულში რიგგარეშე სხდომები გამართოს
შემდეგი სტატიაპარლამენტის თავმჯდომარემ იმ დეპუტატთა ვინაობა დაასახელა, რომლებმაც სესიები არასაპატიო მიზეზით გააცდინეს