„მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს“ – ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ნებისმიერი სახის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება არის ამორალური. აღნიშნული განცხადება კობახიძემ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე საუბრისას გააკეთა. კობახიძემ სამართალდამცავებს გამოძიებისკენ მოუწოდა:

„პირადი ცხოვრების ამსახველი ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელება არის რა თქმა უნდა ამორალური. მე მქონდა პირადო კომუნიკაცია სამარტალდამცავი ორგანოების ხელმძღვანელებთან, მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მათ მაქსიმალურად ჩაყვნენ ამ საქმეს და გამოიკვლიონ თუ რასთან გვაქვს რეალურად საქმე. უნდა გაირკვეს არიან თუ არა ასევე სხვა მოწმეები ამ ყველაფრის, აუცილებლად უნდა დადგინდეს თუ რასთან გვაქვს საქმე.

საქმე ეხება პარლამენტის წევრს, მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს იმისათვის, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა ზედმიწევნით გამოიკვლიონ ყველაფერი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში‘სამინისტროში ოროსნები არიან’ – მეთორმეტე კლასელების აქცია ბათუმში
შემდეგი სტატია“არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები” – კალაძე ბესელიას პირადი კადრების გავრცელებაზე