‘სამინისტროში ოროსნები არიან’ – მეთორმეტე კლასელების აქცია ბათუმში

‘სამინისტროში ოროსნები არიან” , ”სამართალი სახლში დაგრჩათ?”,  ”ძირს უსამართლო სისტემა” – ამ შინაარსის წარწერებიანი პლაკატებით, ბათუმის სხვადასხვა საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეები ევროპის მოედანზე არიან შეკრებილები. ისინი პროტესტის ნიშნად გაკვეთილებზე არ შედიან და მოითხოვენ საატესტატო გამოცდები მათთვისაც მოიხსნას.

”ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლო გადაწყვეტილებას, რომელიც გუშინ განათლების სამინისტროში გამოაცხადეს. ძველი სისტემა ახლით შეიცვალა, რადგან მიხვდნენ რომ ძველი საშინელება იყო. ამ სიტემის ბოლო მსხვერპლები არ გვინდა, რომ ჩვენ ვიყოთ, წლევანდელი აბიტურიენტები. მეთერთმეტე კლასის გამოცდა ჩაბარებული გვაქვს, ახლა მეთორმეტეც უნდა ჩავაბაროთ. თუ საატესტატო მოიხსნა, მოიხსნას ყველასთვის” – ამბობს მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე.

საპროტესტო აქცია 15 საათზეც არის დაგეგმილი, რომელიც მოსწავლეების თქმით, უფრო მასშტაბური იქნება.

სკოლებში გამოსაშვები გამოცდები 2020 წლიდან სრულად მოიხსნება. 2019 წელს გამოცდის ჩაბარება  მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებს აღარ მოუწევთ.

აჭარის ტელევიზია

banner
წინა სტატიაში“საქართველოში სექსი ქალთა პოლიტიკიდან განდევნის იარაღია” – ქალთა მოძრაობა
შემდეგი სტატია„მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს“ – ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე