“არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები” – კალაძე ბესელიას პირადი კადრების გავრცელებაზე

არ ვიცი, რა ჩანაწერებზეა საუბარი. გუშინ საუბარი იყო ვრცელდებოდა, თუმცა არავის უნახავს ეს ვიდეოჩანაწერები,“- ასე გამოეხმაურა თბილისის მერი დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სოციალურ ქსელში შესაძლო გავრცელებას.

კახა კალაძის თქმით, მისთვის პირადი ცხოვრების გასაჯაროება მიუღებელია.

„ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს რასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შეიძლება კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ რაღაცას ამ მიმართულებით,“- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაში„მე პირადად ბოლომდე ჩავყვები ამ საქმეს“ – ირაკლი კობახიძე ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებაზე
შემდეგი სტატიამარიამ ჯაში : მრჩება კითხვები, რატომ ვტოვებთ წელს მე-12 კლასისთვის გამოცდებს ერთჯერადად