საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება

საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის კაბინეტში გამართული კონსულტაციების შემდეგ გახდა ცნობილი, ერთიან დელეგაციაზე შეჯერება ვერ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე.

ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაყვება პაპუაშვილს უკრაინაში, თუმცა როგორც პაპუაშვილის კაბინეტიდან გამოსულა ოპოზიციონერებმა აღნიშნეს, ისინი პარლამენტის თავმჯდომარესთან არ იქნებიან.

ამავდროულად, ოპოზიციის ინფორმაციით, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე საპარლამენტო დელეგაცია, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკონპლექტებული. მათივე თქმით, სურვილის შემთხვვაში აღნიშნულ დელეგაცია ღია იქნება „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლები.

banner
წინა სტატიაშიხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ უკრაინაში ოპოზიცია ცალკე გაემგზავრება
შემდეგი სტატიაპარლამენტმა 2021 წლის საქმიანობის შესახებ ორი საპარლამენტო კომიტეტის ანგარიში მოისმინა