საქართველოს პარლამენტი ე.წ გახმაურებულ საქმეებზე სამი მოსამართლის აცილებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტი ე.წ გახმაურებულ საქმეებზე სამი მოსამართლის აცილებას ითხოვს.

როგორც საკონატიტუციო სასამართლოში პარლამენტის წარმონადგენელმა თამარ მესხიამ განაცხადა, თუ დადასტურდა ფაქტი, რომ რეალურად საკონსტიტუციო სასამართლოში შესული სარჩელები შეცვლილია, ისინი ქეთევან ერემაძისა და კონსტანტინე ვარელაშვილის აცილებას მოითხოვენ.

“ჩვენ დავაყენეთ ეს საკითხი, თუ რეალურად შეცვლილია სარჩელი და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად დადასტურდა, მაშინ ამ მოსამართლეების აცილებას ვითხოვთ, რადგან ქეთევან ერემაძე სასამართლოს მდივანია, რომლის მოვალეობაა ზედამხედველობა გაუწიოს რეგისტრაციის პროცესს და ასევე კოლეგიის თავმჯდომარის კონსტანტინე ვარელაშვილის”, – განაცხადა თამარ მესხიამ.

კიდევ ერთი მოსამართლე ვისი აცილების შუამდგომლობაც პარლამენტმა დააყენა, მაია კოპალეიშვილია.

“მაია კოპალეიშვილის აცილებას “რუსთავი 2″ საქმეზე ვითხოვთ. ვფიქრობთ, თუ მას ტელევიზიის დირექტორთან ნათელმირონული კავშირი ჰქონდა, ვფიქრობ, თავად უნდა განეცხადებინა კოლეგიისთვის და მხარეებისთვის ამის შესახებ”, – აღნიშნა თამარ მესხიამ.

ამ დროისთვის არც ერთ აცილებაზე გადაწყვეტილება არ არის ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” წევრებმა პოლიტიკური გაერთიანება “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს
შემდეგი სტატიასაკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის პროცესის დაწყებას ელოდებიან