საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის პროცესის დაწყებას ელოდებიან

საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი უგულავასა და ე.წ კაბელების საქმის პროცესის დაწყებას ელოდებიან.

პროცესი 16:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა 17:00 საათისთვის გადაიდო. მოსამართლეები სასამართლო დარბაზში ჯერჯერობით არ შესულან.

“უკვე მესამედ არ შეიკრიბნენ მოსამართლეების ნაწილი, ფაფიაშვილი, ტურავა, თავაძე და საბუტაშვილი. ისინი შატალოებით იყვნენ დაკავებული. ხან ძაღლებს ასეირნებდნენ და ხან მთებში დადიოდნენ. დღეს, იმედია, ეს ადამიანები გონს მოეგებიან და შემოვლენ პროცესზე. აღარსულებენ ვალს. ვივარაუდოთ, რომ პროფესიულ სინდისზე არ იტყვიან უარს და შემოვლენ პროცესზე”, – განაცხადა გიორგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

პროცესის დაწყებამდე საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის საორგანიზაციო შეხვედრა უნდა ჩატარებულიყო.

მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის განცხადებით, საორგანიზაციო შეხვედრა არ დაიწყო, თუმცა მისი თქმით, ის აპირებს საქმის განხილვაზე შესვლას.

“მაგიტომ ჩამოვედით, რომ პროცესს დავესწრო. საორგანიზაციო შეხვედრა ამ დრომდე არ დაწყებულა”, განაცხადა ლალი ფაფიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პარლამენტი ე.წ გახმაურებულ საქმეებზე სამი მოსამართლის აცილებას ითხოვს
შემდეგი სტატიადასაქმების ხელშეწყობის პროგრამაში ტიხრული მინანქრის სკოლა-სახელოსნო ჩაერთო