“სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” წევრებმა პოლიტიკური გაერთიანება “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს

“სამოქალაქო პლატფორმა-ახალი საქართველოს” წევრებმა პოლიტიკური გაერთიანება “პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის” დატოვეს.

ხონის რაიონული ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ ბურჭულაძესთან გაერთიანება მათთვის მიუღებელია.

,,გადავწყვიტეთ, რომ დავტოვოთ ბურჭულაძის პარტია. მიზეზი კი ისაა, რომ ის უკვე “ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება”, – განაცხადა ლევან წვერავამ.

გაერთიანებიდან გასული 30-მდე პირი “ქართულ ოცნებას” თავის რიგებში მიღებას სთხოვს.

banner
წინა სტატიაშილევან თარხნიშვილი: ივანიშვილს არითმეტიკასთან მწყრალად აქვს საქმე
შემდეგი სტატიასაქართველოს პარლამენტი ე.წ გახმაურებულ საქმეებზე სამი მოსამართლის აცილებას ითხოვს