საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე როიტერსი საგანგებო სტატიას აქვეყნებს

საქართველოსაც შეუძლია ნატო-ს იმედი ჰქონდეს

“ნატო გაყოფილია მესიჯზე, რომელიც საქართველოს წევრობის იმედთან დაკავშირებით უნდა გაუგზავნოს,”– სტატიას ამის შესახებ სააგენტო როიტერსი აქვეყნებს.

პუბლიკაციაში მოყვანილია ნატო-ს ანონიმი დიპლომატის მოსაზრება, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა ამტკიცებს, თითქოს რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში ალიანსი ყოფილი საბჭოთა სახელმწიფოს დაცვას ვერ შეძლებს.

სტატიის ავტორი იხსენებს 2008 წელს, როდესაც საქართველომ ნატოსგან წევრობის დაპირება მიიღო, რასაც მოსკოვთან დაძაბულობა და ოთხ თვეში სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოჰყვა.

“მას შემდეგ საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის განხილვამ მეორე პლანზე გადაიწია. თუმცა, ეს თემა კვლავ წამოიწევა მომავალ სამშაბათს, როდესაც ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები გადაწყვეტენ, დაიწყონ თუ არა მოლაპარაკებები მონტენეგროს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ზოგიერთი შიშობს, რომ მონტენეგროს მოწვევამ შესაძლოა, საქართველოს არასწორი სიგნალი გაუგზავნოს,”– აცხადებს ნატო-ს ანონიმი დიპლომატი.

ასეთ ქვეყნებს შორის სტატიაში დასახელებულია საფრანგეთი და გერმანია, დანია და ბრიტანეთი კი კონსენსუსს ელოდებიან.

“მათ არ სურთ, რომ ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითოს საქართველოს გაწევრიანების საკითხი ჰაერშია ჩამოკიდებული,” – ამბობს ნატო-ს დიპლომატი.

banner
წინა სტატიაში2 გარდაცვლილი,11 დაშავებული –თურქეთში კომენდანტის საათია
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტმა პარიზში მიიწვია