საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს და კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია – ლორა თორნტონი

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი საქართველოში, ლორა თორნტონი “ქართული ოცნების” მხრიდან სახალხო დამცველის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

როგორც ის Twitter-ზე წერს, მთავრობა ომბუდსმენის ინსტიტუტს ძირს უთხრის, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია.

“ადრეც ვთქვი, რომ დამოუკიდებელი ორგანოების არარსებობა – და შემდგომი კონტროლი და ბალანსირება – საქართველოს სისუსტე იყო. ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ მხრივ მნიშვნელოვანი გამონაკლისი იყო. ახლა საქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ამ ინსტიტუტს და ორგანულ კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთ მარცხია”, – წერს ლორა თორნტონი.

banner
წინა სტატიაშიწელიწადზე მეტი დრო დამრჩა ჩემი მანდატის ამოწურვამდე – საკმარისი დროა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი რამ გააკეთოს ამ ოფისმა – ლომჯარია
შემდეგი სტატიაევროსასამართლომ 2008 წლის ომში დაზარალებულთა საქმეებზე განჩინება გამოაქვეყნა