წელიწადზე მეტი დრო დამრჩა ჩემი მანდატის ამოწურვამდე – საკმარისი დროა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი რამ გააკეთოს ამ ოფისმა – ლომჯარია

“❗
მე დამრჩა წელიწადზე მეტი დრო ჩემი მანდატის ამოწურვამდე – საკმარისი დროა იმისთვის, რომ კიდევ ბევრი რამ გააკეთოს ამ ოფისმა. რაც შეეხება გადაყენებაზე მსჯელობის დაწყებას, უბრალოდ, მათ კვალიფიკაცია აკლიათ, ადამიანები საუბრობენ საკითხებზე, რომლებიც არ ესმით, საუბარია იმპიჩმენტზე, საერთოდ არ არსებობს კანონდებლობაში სახალხო დამცველის იმპიჩმენტის პროცედურა და მოჰყავთ რაღაც გაურკვეველი საკანონმდებლო რეგულაციები. მათ კანონის წაკითხვაც არ იციან, მგონი, ზოგადი განათლებაც კი არ აქვთ ამ ადამიანებს, არათუ პროფესიული განათლება.

ვისაც შეაშინებენ ამ საუბრით, შეაშინონ ის ადამიანები. როგორც ჩანს, საკუთარ გარემოცვაში ასეთი განცხადებებით აშინებენ ხოლმე ერთმანეთს. ჩემთვის ეს სასაცილოა – გაგრძელონ საუბარი, ჩვენ ეს მხოლოდ გვაძლიერებს და ჩვენს პოზიციონირებას კიდევ უფრო ამყარებს.” აცხადებს ნინო ლომჯარია.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესოდ 3 კატეგორიაში დაასახელა
შემდეგი სტატიასაქართველოს მთავრობა ძირს უთხრის ომბუდსმენის ინსტიტუტს და კანონს, რაც დემოკრატიის კიდევ ერთი მარცხია – ლორა თორნტონი