საქართველოს მოსახლეობის 76 % ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა – NDI-ის კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) 2020 წლის ივნისის საზოგადოების განწყობის გამოკითხვის შედეგებს აქვეყნებს. კითხვაზე – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 76% ფიქრობს, რომ მისაღებია.

8% ფიქრობს, რომ არ არის მისაღები, ხოლო მოსახლეობის 15% კითხვაზე აფიქსირებს პასუხს – “არ ვიცი”.

რაც შეეხება კითხვას – მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი საქართველო გახდეს ნატოს წევრი – გამოკითხული მოსახლეობის 69% მიიჩნევს, რომ მისაღებია; 11%-სთვის მიუღებელია, ხოლო მოქალაქეების 19% ამბობს, რომ “არ იცის”.

აღნიშნული კვლევა 26-30 ივნისის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 1,550 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

banner
წინა სტატიაშიNDI: მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაციის გარკვეული ნაწილი მაინც ტყუილია
შემდეგი სტატია”ევროპული საქართველო” განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს