”ევროპული საქართველო” განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს

“ევროპული საქართველო” განათლების სისტემაში არსებულ ხარვეზებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებულ კანონდარღვევებზე საუბრობს.

სერგო რატიანის განცხადებით, სასკოლო სახელმძღვანელოების ტენდერი, რომელიც დღეს სრულდება, დარღვევებით მიმდინარეობს. მისივე თქმით, სამინისტრომ კანონით არარსებული საბაზო საფეხურისთვის საჭირო სახელმძღვანელოების გრიფირება ჩაატარა.

“ხელისუფლებას და კონკრეტულად განათლების სამინისტროს არ აინტერესებს კანონი. კანონი არ არის მიღებული. სრულიად სხვა სისტემაა, როდესაც მე-10 კლასი მიეკუთვნება საბაზო საფეხურს. სრულიად სხვა სისტემაა, როდესაც ფაქტობრივად ეს მე-10 კლასი არ არის როგორც წესი აუცილებელი და დღეს ხდება აუცილებელი. შესაბამისად, ის სახელმძღვანელოები, რომლებიც იბეჭდება და დაიბეჭდება, იქნება კანონს მოკლებული,” – განმარტავს პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრი სერგო რატიანი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მოსახლეობის 76 % ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა – NDI-ის კვლევა
შემდეგი სტატიამთაწმინდის რაიონში ქუჩიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა