საქართველოს მოქალაქეებმა ქაბული დატოვეს და თბილისისკენ გამოფრინდნენ

საქართველოს 16-მა მოქალაქემ ავღანეთი დატოვა. ისინი ამ წუთებში ქაბულიდან თბილისისკენ მოფრინავენ.

ავღანეთში სულ საქართველოს 20-ზე მეტი მოქალაქე იყო ჩარჩენილი. მათმა ნაწილმა ქვეყანა 18 აგვისტოს, უნგრეთის მთავრობის დაქირავებული ლაინერით დატოვა, ნაწილი კი დღეს დილით დაბრუნდა.

ავღანეთიდან საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას მას შემდგ ითხოვდნენ, რაც ქვეყანაში “თალიბანი” შევიდა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი – ხალხის დიდი ნაწილი თუ აცრილი არაა, წამყვანი ექიმების ბრალია
შემდეგი სტატიაგაბუნია – პედაგოგების 40%-მდე და სამედიცინო პერსონალის 67% ვაქცინირებულია