„საქართველოს მიმართ არის პოზიტივი და მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას სჭირდება“

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მიუნხენის კონფერენცია მნიშვნელოვანია, რადგან სხვადასხვა ქვეყნები საერთაშორისო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს აფიქსირებენ.

დეპუტატი აცხადებს, რომ კონფერენციაზე საქართველოს მიმართ პოზიტივი და მხარდაჭერა დაფიქსირდა.

„მიუნხენის კონფერენცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. მთელის მსოფლიო თავის კრიტიკული დამოკიდებულებებით, სხვადასხვა საკითების მიმართ პოზიტივებით და მხარში დგომით ადასტურებს ძირითად მიმართულებებს საერთაშორისო პოლიტიკის. საქართველოს მიმართ არის პოზიტივი და მხარდაჭერა, რომელიც საქართველოს სჭირდება, ამ საკმაოდ რთულ ვითარებაში, როდესაც რეგიონალური და საერთაშორისო გამოწვებვები ასეთი მძიმეა, განსაკუთრებით პატარა, მცირე რესურსების ქვეყნებისათვის დამაზიანებელი შეიძლება აღმოჩნდეს. ამ ვითარებაში ევროკავშირის, აშშ-ის, ნატო-ს სტრუქტურების თანამშრმლობა ქვეყანასთან არის საგანგებო და მნიშვნელოვანი. ეს გზავნილებია მთავარი, არის დეტალები, რომლებიც პრემიერის ჩამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში„ხდება ქართული ოცნების პარტაქტივის დანიშვნა,”- კუკავა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებზე საუბრობს
შემდეგი სტატიარა გახდა 150 ათასი პინგვის დაღუპვის მიზეზი