რა გახდა 150 ათასი პინგვის დაღუპვის მიზეზი

23დაახლოებით 150 ათასი პინგვინი მოკვდა მას შემდეგ, როცა გიგანტური აისბერგი დაეჯახა ნაპირს, სადაც პინგვინების კოლონია იყო. შედეგად, ფრინველები იძულებული გახდნენ დაახლეობით 60 კილომეტრი გაევლოთ საკვების მოსაძიებლად – ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს  “Antarctic Science”.

ანტარქტიდაში, თანამეგობრობის ყურეშე პინგვინები ყოველთვის სანაპიროზე ცხოვრობდნენ, თუმცა, 2010 წელს გამოჩნდა 2900 კვადრატული კილომეტრის B09B აისბერგი და ფრინველების კოლონია ფაქტობდივად ზღვისგან მოკვეთა.
თევზისთვის მრავალი კილომეტრის გავლა პინგვინებისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. 2011 წლიდან კოლონიის რაოდენობა 160 ათასიდან 10 ათასამდე დავარდა. მეცნიერების თქმით, გადარჩნენ მხოლოდ წყვილები, რომლებმაც საკვების მოპოვება შეძლეს ჩატეხილი ყინულიდან. მეცნიერების თქმით, თუკი ზღვის ტალღები აისბერგს არ დაანაწევრებს, ადგილობრივი პინგვინები დაახლეობით 20 წელიწადში გადაშენდებიან.
ამასთანავე, აღინიშნება, რომ ადელის პინგვინების მეზობელი კოლონია კარგად მრავლდება, ზუსტად ამ ფაქტმა მიიყვანა მეცნიერები დასკვნამდე, რომ პინგვინების სიკვლილი B09B- აისბერგმა გამოიწვია.

banner
წინა სტატიაში„საქართველოს მიმართ არის პოზიტივი და მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას სჭირდება“
შემდეგი სტატიაავღანეთში დაღუპული მეომრების უკდავსაყოფად სხვადასხვა ღონისძიება გაიმართა