„ხდება ქართული ოცნების პარტაქტივის დანიშვნა,”- კუკავა საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებულებზე საუბრობს

პარტია თავისუფალი საქართველო სამსახურებიდან თანამშრომლების მასობრივ გათავისუფლებას აპროტესტებს. კახა კუკავა აცხადებს, რომ უწყებებში გამოცდილი კადრების მაღალჩინოსნების ნათესავებით ჩანაცვლება ხდება. პარტიის ლიდერი მოსახლეობას 17 თებერვალს თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

„იმის გამო, რომ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ ადმინისტრაციის მიმართ უსამართლობაზე და უყურადრებობაზე გაგვათავისუფლეს სამსახურიდან. რამდენიმე კაცი კიდევ გაათავისუფლეს უმნიშვნელო მიზეზის გამო,“-აცხადებს ერთ-ერთი გათავისუფლებული მიხეილ ქართველიშვილი.

როგორც კურიერთან საუბრისას კახა კუკავამ განაცხადა გათავისუფლებულ ადამიანებს ძირითადად ქართული ოცნების გარემოცვის წევრები ანაცვლებენ.

„ხდება ქართული ოცნების პარტაქტივის დანიშვნა უკეთეს შემთხვევაში, უარეს შემთხვევაში უბრალოდ ნათესაური ნიშნით ადამიანების დანიშვნა,“-აცხადებს კახა კუკავა.

banner
წინა სტატიაშირელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ 2015 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატია„საქართველოს მიმართ არის პოზიტივი და მხარდაჭერა, რომელიც ქვეყანას სჭირდება“