საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 31 მაისს აპირებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 31 მაისს აპირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ვებგვერდი „სტრანა.უა“ ავრცელებს. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას კვირის ბოლომდე აპირებს.

„სააკაშვილს უკრაინაში დარჩა მომხრეები, აგრძელებს ფუნქციონირებას მისი პარტიაც, რომელის ლიდერიცაა და ხალხი მის მოწოდებას ელოდება. ის უკრაინაში წინასაარჩევნოდ ძალების მობილიზაციისთვის ჩავა“, – აცხადებენ ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის გარემოცვის წევრები, რომელთა ვინაობასაც გამოცემა არ ასახელებს.

როგორც გამოცემა წერს, არსებობს დიდი ალბათობა, რომ უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი პოროშენკოს მიერ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ გაცემულ განკარგულებას გააუქმებს.

ამასთან, რამდენიმე დღის წინ უკრაინული მედია წერდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში სავარაუდოდ 29 მაისს ჩაფრინდება.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილმა ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის თხოვნით მიმართა.

banner
წინა სტატიაშიილია II დავით გარეჯზე: აზერბაიჯანს და საქართველოს შორის პრობლემების შექმნა სხვა ძალას სურს
შემდეგი სტატია„მადლობა ნდობისთვის!“ – „ოცნების“ პოსტსაარჩევნო ცინიზმი ზუგდიდელებისთვის