„მადლობა ნდობისთვის!“ – „ოცნების“ პოსტსაარჩევნო ცინიზმი ზუგდიდელებისთვის

„მადლობა ნდობისთვის!“ – „ოცნების“ პოსტსაარჩევნო ცინიზმი ზუგდიდელებისთვის ზუგდიდში, სხვადასხვა ადგილას, ბანერები გამოჩნდა, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლოგო და წარწერაა განთავსებული – „მადლობა ნდობისთვის!“ აშკარაა, რომ მმართველი გუნდი ზუგდიდელებს მადლობას 19 მაისის არჩევნების შედეგების გამო უხდის.

ზოგადად, პოლიტიკურ პიარში არათუ მადლობის გადახდა, არამედ, ბოდიშის მოხდაც აპრობირებული მეთოდია, რადგან დამწყებმა ფსიქოლოგმაც კი კარგად იცის, რომ მადლობა და ბოდიში ხალხზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ რა აქვს სამადლობელი „ოცნებას“ ზუგდიდელებისთვის? ყველამ კარგად იცის, რომ ზუგდიდის მერის არჩევნებზე „ოცნებამ“ სპეცოპერაცია ჩაატარა, ანუ დაფიქსირდა ამომრჩევლის დაშინების, მოსყიდვისა და არჩევნების გაყალბების ფაქტები.

აქედან გამომდინარე, „ოცნება“ ხალხს მადლობას ალბათ, იმ ნდობისთვის უხდის, რომ მის მიერ განხორციელებულ საარჩევნო ტერორს დაემორჩილა და ხმა იმაზე მეტად არ ამოიღო, ვიდრე საჭირო იყო. მოკლედ, ამაზეა ნათქვამი, „ოცნების“ ცინიზმი უსაზღვროაო.

 

,, მადლობა ნდობისთვის” – ამ წარწერით, და ქართული ოცნების ლოგოთი ბანერები ზუგდიდის ქუჩებში საღამოს განთავსდა. ,, მადლობის” კამპანიის შესახებ მმართველი პარტიის ზუგდიდის ოფისში აცხადებენ, რომ ამ ფორმით ამომრჩეველს მადლობას უხდიან გამოცხადებული ნდობისა და მხარდაჭერისთვის.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების კანდიდატმა გიორგი შენგელიამ ზუგდიდში გამართულ მერის რიგგარეშე არჩევნებში 54,18 პროცენტით გაიმარჯვა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ყოფილი პრეზიდენტი უკრაინაში დაბრუნებას 31 მაისს აპირებს
შემდეგი სტატიარუსეთმა გაგრაში დროებითი საკონსულო გახსნა