საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეორე შეხვედრას სლოვაკეთთან გამართავს.
საქართველოს ნაკრები შეხვედრას სტუმრად ბრატისლავაში ჩაატარებს.

სლოვაკეთი-საქართველოს შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

ილიას ზუროსის გუნდი მომავალი მატჩისთვის ბრატისლავაში ორი დღეა ემზადება. 2 სექტემბერს კი ქართველმა კალათბურთელებმა “ჰანტ არენაზე” ბოლო ვარჯიში გამართეს. სლოვაკეთის წინააღმდეგ თამაშს შეძლებს ჩვენი ნაკრების ამერიკელი ლეგიონერი მაიკლ დიქსონი, რომელმაც ალბანეთთან შეხვედრა ტრავმის გამო გამოტოვა.

საქართველოს ნაკრებმა პირველ ტურში ალბანეთს 86:47 მოუგო, სლოვაკეთი კი სტუმრად მონტენეგროსთან 65:97 დამარცხდა. დღესვე მოგვიანებით, ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ალბანეთი ტირანაში მონტენეგროს უმასპინძლებს.

banner
წინა სტატიაშიხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 32% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას
შემდეგი სტატიასხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან