სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან

სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელმა მცხეთაში საგანგებო ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ბრიფინგი ქალაქის საკრებულოს წევრებმა გამართეს.

ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს, დიმიტრი ხუნდაძეს ემიჯნებიან, თუმცა განმარტავენ, რომ მხოლოდ მას პიროვნულად ემიჯნებიან, და არა ქართულ ოცნებას.

ბრიფინგზე მცხეთის თემის სხვადასხვა საკრებულოს წარმომადგენელი, მათ შორის ქართული ოცნების პარტიული წამომადგენლებიც იმყოფებოდნენ, ისინი უკმაყოფილოები არიან დიმიტრი ხუნდაძის მუშაობით პარლამენტში.

მათ გადაწყვიტეს ცეზარ ჩოჩელს დაუჭირონ მხარი.

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები დღევანდელ ბრიფინგს არ შეუერთდნენ.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება
შემდეგი სტატია,,უზნეოა ამ ქალბატონის თითოეული სამუშაო დღე “- სკანდალური წერილი კულტურის სამინისტროდან