ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 32% “ქართულ ოცნებას” მისცემდა ხმას

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 32% “ქართულ ოცნებას” ასახელებს.

ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, – ამ კითხვაზე გამოკითხულთა 32% “ქართულ ოცნებას”, ხოლო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 16% ასახელებს.

მესამე ადგილს 4-4%-ით “თავისუფალი დემოკრატები” და ლეიბორისტული პარტია ინაწილებენ, მათ 3%-ით პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისთვის” მოსდევს. კვლევის თანახმად, 2-2% პატრიოტთა ალიანსს და გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობას ერგო.

რაც შეეხება იმ ამომრჩევლებს, ვისაც გადაწყვეტილება არ მიუღია ან უარს ამბობს პასუხზე, მათი რაოდენობა 34%-ია.

ამავე კვლევის თანახმად, არჩევნებზე მისვლას ამომრჩეველთა 58% აპირებს.

სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია “იმედის” დაკვეთით კომპანია “JMP Strategic Solutions”-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.

banner
წინა სტატიაშიგამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით გიორგი კვირიკაშვილი სარგებლობს
შემდეგი სტატიასაქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დღეს სლოვაკეთს დაუპირისპირდება