საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს

საქართველოს ევროკავშირი ხანძრის კერებზე დასაკვირვებლად სატელიტურ გადაღებებზე წვდომის საშუალებას მისცემს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კარლო ნატალემ ბორჯომის ხეობაში პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. კარლო ნატალეს თქმით, ევროკავშირი საქართველოს ექსპერტებითაც დაეხმარება.

“დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან რაც ვნახეთ ადგილზე. ვნახეთ ის ძალისხმევა რომელიც ამ დღეების განმავლობაში ჩაიდო ამ უსიამოვნო ფაქტის ბოლომდე მოგვარებაში. ვხედავთ, რომ მდგომარეობა საიმედოა. მინდა მოგახსენოთ, რომ ევროკავშირმა გააქტიურა ე.წ. კოპერნიკუსის პროგრამის საშუალებით სატელიტური გადაღებები, რომლებიც ევროპაში გამოიყენება. სატელიტების საშუალებით ტყის ხანძრების გავრცელების არეალის გადაღება და შემდეგ ამ რუკების გამოყენება იმისათვის, რომ შემდეგ მოხდეს კარგად დაკვირვება ხანძარზე და ბოლომდე ლოკალიზება. ეს რუკები საქართველოსთვის უკვე დღეიდან იქნება ხელმისაწვდომი.

ალბათ ხვალინდელ დღეზეც უნდა ვიფიქროთ და ევროკავშირი სრულიად მზად არის, რომ მობილიზება მოახდინოს ექსპერტების დახმარების. ასევე ჩვენ დახმარებას გავწევთ ტყის მდგრადი მართვის საკითხებზე იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რესურსი იყოს გადარჩენილი და მომავალში მოხდეს მისი რეაბილიტაცია, – განაცხადა ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატიასტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესს არასამთავრობო სექტორიც ბოიკოტს უცხადებს